Print this page

ერთდღიანი ტური ქვემო ქართლში (ფიტარეთი)

Rate this item
(1 Vote)

ტურის ფასი: 45 ლარი
გასვლა: ყოველ შაბათს და კვირას


www.taoklarjeti.com


ფიტარეთი

შენი საუკეთესო მეგზური ფიტარეთში

მარშრუტი: თბილისი - ფიტარეთი - თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ან მოკრო ავტობუსი;
კვება: ორჯერადი;
ტურის ხანგძლიობა: 10 - 11 საათი;
მანძილი: ერთი მიმართულებით 115 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი ვარიანტი: თბილისი - ტანძია - ფიტარეთი - თბილისი. 
სანახავი ადგილები: ხულუტის ციხე (ორბელიანების ციხე), ფიტარეთის მონასტერი.
09:00 გასვლა თბილისიდან ფიტარეთის მიმართულებით; 
10:00 ჩასვლა სოფელ ტანძიაში სადაც ჩვენი სამანქანო გზა მთავრდება. გვიწევს მდინარის ფეხით გადალახვა.
13:00 ფიტარეთის მონასტერი - ორბელიანების საძვალე სასაფლაოდ ითვლება. აგებულია XIII საუკუნეში ლაშა-გიორგის მეფობისას. 
16:00 სადილის შემდეგ გამომგზავრება უკან თბილისისკენ.
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

მეორე ვარიანტი: თბილისი - ალექსეევკა - ფიტარეთი - თბილისი. 
სანახავი ადგილები: ფიტარეთის მონასტერი.
09:00 გასვლა თბილისიდან ფიტარეთის მიმართულებით; 
10:00 ჩასვლა სოფელ ალექსეევკა (თეთრიწყაროს რაიონი). მანქანით მონასტრამდე მისვლა მხოლოდ Jeep 4X4 - ითაა შესაძლებელი. ხოლო საფეხმავლო გზა 15 კმ-ია ალექცეევკიდან ფიტარეთის მონასტრამდე.
14:00 ფიტარეთის მონასტერი - ორბელიანების საძვალე სასაფლაოდ ითვლება. აგებულია XIII საუკუნეში ლაშა-გიორგის მეფობისას. 
17:00 სადილის შემდეგ გამომგზავრება უკან თბილისისკენ.
23:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

P. S. ტურის მეორე ვარიანტი რეკომენდირებულია 2 დღიანი ტურის შემთხვევაში, რადგან ფეხით სავალი გზა ერთ დღეში ჯამში 30 კმ-ია, საკმაოდ რთული და დამღლელია. ამიტომ ამ მარშრუტს გირჩევთ: ერთდღიანი ტურის შემთხვევაში - ბოლომდე მანქანით ასვლას. ორდღიანის შემთხვევაში - კავებში ღამისთევას. ჩვენთვის ნებისმიერი ვარიანტის ორგანიზება შესაძლებელია.

გასვლა: ყოველ შაბათსა და კვირას
ფასი: 45 ლარი

ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან ჯიპებით - Mistubishi Delica;
ორჯერადი კვება;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა; 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( +995 596 96 19 19 /+ 995 551 19 19 20
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ფიტარეთი - თბილისი 230 კმ.

საჭირო ეკიპირება !!!

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !!!