Print this page

ორდღიანი ტურები ბირთვისებში (ბირთვისის ციხეები და კანიონები)

Rate this item
(1 Vote)

ტურის ფასი: 120 ლარი
გასვლა: ყოველ შაბათს


www.taoklarjeti.com



შენი საუკეთესო მეგზური ბირთვისებში

მარშრუტი: თბილისი - ფარცხისი - თბისი - ბირთვისები - თბილისი;
ტურის სახეობა: სათავგადასავლო;
სატრანსპორტო საშუალება: JEEP Mitsubishi Delica ან მოკრო ავტობუსი;
კვება: ორჯერადი;
განთავსება: კარვებში
ტურის ხანგძლიობა: 1 ღამე / 2 დღე;
მანძილი: ერთი მიმართულებით 90 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, Radisson Blu Iveria - სთან (ველოსიპედის წინ);

I ვარიანტი: ბირთვისის ციხეები
ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე: თბილისი - ფარცხისი - თბისი - ბირთვისი "დედაციხე"
პირველ დღეს სანახავი ადგილები: "დედაციხე" - უნიკალური ბუნებით გარშემოტყმულ ადგილზე განლაგებული, კლდეზე გაშენებული ციხის ნანგრევები, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს ბირთვისებიდან 5 - 6 კილომეტრის მანძილზე (ფარცხისის ტბასთან).
09:00 გასვლა თბილისიდან ბირთვისების მიმართულებით; ბირთვისები მდებარეობს თბილისიდან სამხრეთით 60 კმ - ის დაშორებით (ქვემო ქართლის რეგიონი).
09:30 ჩასვლა ალგეთის ხეობაში. ბირთვისებამდე გვიწევს ორი სოფლის გავლა. პირველი არის ფარცხისი და მეორე თბისი. გზა ვიწრო და კლდიანია რომლის შემდეგაც იწყება ტყის მასივი. 1 - 2 საათიანი საფეხმავლო ლაშქრობის შემდეგ მივაღწევთ "დედაციხემდე" რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. გიდ - ინსტრუქტორთან ერთად უნიკალური ციხე - სიმაგრის დაპყრობა (სპეციალური აღჭურვილობით).
13:00 მცირე წახემსება საველე პირობებში (ლანჩი)
19:00 ვიდრე თქვენ ციხეებს დაიპყრობთ მანამდე კოცონი გიზგიზებს მწვადისთვის და სუფრა იშლება ...
20:00 დაბანაკება კარვებით. ღამისთევა კარვებში.
ფეხით სავალი მონაკვეთი: 5 - 6 კმ. დედაციხემდე

მეორე დღე: ბირთვისი - შეუპოვარი - ბირთვისი - თბილისი
მეორე დღეს სანახავი ადგილები: "შეუპოვარი" ციხე - უნიკალური ბუნებით გარშემოტყმულ ადგილზე განლაგებული, კლდეზე გაშენებული ციხის ნანგრევები, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს ბირთვისებიდან ასევე 5 - 6 კილომეტრის მანძილზე.
09:00 საუზმე
10:00 - 15:00 შეუპოვარის ციხის დაპყრობა
16:00 დაბრუნება ბანაკში. სადილი და გამომგზავრება თბილისისკენ
20:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ფეხით სავალი მონაკვეთი: 5 - 6 კმ. შეუპოვრამდე

გასვლა: ყოველ შაბათს
ფასი: 120 ლარი



I
I ვარიანტი: ბირთვისის კანიონები

ტურის დეტალური აღწერა:

პირველი დღე: თბილისი - ორბეთი - ბირთვისი
პირველ დღეს სანახავი ადგილები: ბირთვისის კანიონები
09:00 გამგზავვრება თბილისიდან ბირთვისის კანიონების მიმართულებით

10:00 ჩასვლა სოფელ ორბეთში საიდანაც იწყება ჩვენი სათავგადასავლო ტური ბირთვისის კანიონებში. ტური მოიცავს სირთულეებს და საკმაოდ დამღლელიცაა. ამ ტურში მონაწილეობა ყველას არ შეუძლია გამომდინარე იქიდან რომ ზურგჩანთებით გვიწევს საკმაოდ ვიწრო კანიონებში სიარული, ბაგირით ცოცვა კლდეებზე და წყლების გადალახვა. რათქმაუნდა ტური ექსტრემს მოიცავს და საკმაოდ საინტერესო მარშრუტია ექსტრემის მოყვარულთათვის.
15:00 ორ - სამ საათიანი ლაშქრობის შემდეგ, უკვე ბირთვისის ციხეებთან ახლოს დავბანაკდებით კარვებით.
სადილი და თავისუფალი დრო. ღამისთევა კარვებში.
ფეხით სავალი მონაკვეთი: 5 - 6 კმ. კანიონებში 

მეორე დღე: ბირთვისი - დედაციხე - თბილისი
მეორე დღეს სანახავი ადგილები: "დედაციხე" - უნიკალური ბუნებით გარშემოტყმულ ადგილზე განლაგებული, კლდეზე გაშენებული ციხის ნანგრევები, რომელიც ტყის სიღრმეში მდებარეობს ბირთვისებიდან 5 - 6 კილომეტრის მანძილზე (ფარცხისის ტბასთან).
09:00 საუზმე
10:00 - 15:00 ორსაათიანი საფეხმავლო ლაშქრობის შემდეგ მივაღწევთ "დედაციხემდე" რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. გიდ - ინსტრუქტორთან ერთად უნიკალური ციხე - სიმაგრის დაპყრობა (სპეციალური აღჭურვილობით).
16:00 მცირე წახემსება საველე პირობებში (ლანჩი)
21:00 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ფეხით სავალი მონაკვეთი: 5 - 6 კმ. დედაციხემდე

გასვლა: ყოველ შაბათს
ფასი: 150 ლარი

ღირებულებაში შედის:
ტრანპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით ან ჯიპებით - Mistubishi Delica;
ორჯერადი კვება;
ინგლისური და რუსულენოვანი გიდის მომსახურეობა;
კარვის სრული აღჭურვილობა; 
ასევე ყველა საჭირო აღჭურვილობა კლდეზე ცოცვისთვისა თუ კანიონებში გასასვლელად;

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ( + 995 551 19 19 20
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.
  • ტურის გამართვის ყველაზე აქტუალური პერიოდი: ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.
  • კილომეტრაჟი ჯამში: თბილისი - ბირთვისები - თბილისი 190 კმ.

საჭირო ეკიპირება !!!

  • მოსახერხებელი სპორტული ფეხსაცმელი და შარვალი;
  • წყალგაუმტარი თბილი ქურთუკი;
  • წყლისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჭურჭელი;
  • მზისგან თავდაცვის საშუალებები: მუქი სათვალე, კეპი, მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბედნიერ, მშვიდობიან და დაუვიწყარ მოგზაურობას გისურვებთ !!!